სოფელ შილდას საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში #2 საბავშვო ბაღის შენობის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 მილიონ 20 ათასი ლარით დაფინანსდა.

ბაღის შენობა, რომელიც 3 ჯგუფზეა გათვლილი, თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისად რეაბილიტირდა და აღიჭურვა.

სოფელ შილდაში, ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღის გახსნის ღონისძიებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

„2023 წელი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების მიმართულებით მასშტაბური და ნაყოფიერი იყო. 395 მილიონი ლარის ფონდიდან 53 მილიონი ლარის, დაახლოებით, 125 პროექტი მიმდინარეობდა კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში. პროექტების სპექტრი ფართოა - წყალმომარაგების, გზების, ბაღებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტები და ფაქტობრივად, ყველა პროექტი დასრულების ეტაპზეა“, - აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა.

მან, ასევე, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით დაწყებულ საბავშვო ბაღებისა და სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის მასშტაბური პროგრამების მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელიც ქვეყანაში რამდენიმე ასეული საბავშვო ბაღისა და სკოლის მშენებლობასა და რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს