ნარიყალას ციხის რეაბილიტაციის პროექტის ტენდერის ღირებულება 7.5 მლნ ლარია - რეაბილიტაციის პროცესში, ნარიყალას ციხე გარკვეული დროით, ვიზიტორებისთვის დაიკეტება

ნარიყალას ციხის რეაბილიტაციის პროექტის ტენდერის ღირებულება 7.5 მლნ ლარია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის განვითარების ფონდში განუცხადეს.

ამასთან, მათივე თქმით, ნარიყალას ციხე, რეაბილიტაციის პროცესში, გარკვეული დროით, ვიზიტორებისთვის დაიკეტება.

„ნარიყალას ციხის რეაბილიტაცია 2025 წლის ივნისში უნდა დასრულდეს. სამშენებლო სამუშაოებისთვის ველოდებით ნებართვას კულტურის სამინისტროდან. ტენდერის ღირებულება იქნება 7.5 მილიონი ლარი. რეაბილიტაციას განახორციელებს თბილისის განვითარების ფონდი. რა თქმა უნდა, იმ აქტიური მშენებლობის ფაზის დროს, როცა მოსახლეობის გადაადგილება წარმოადგენს საფრთხეს, ნარიყალას ციხე დაიკეტება და იქ ვერავინ ივლის“, - აღნიშნეს თბილისის განვითარების ფონდში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება