გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან რაჭის ტყეებთან დაკავშირებით აქცია განახლდა - აქციის მონაწილეები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან რაჭის ტყეებთან დაკავშირებით აქცია უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ოთარ შამუგიასთან შეხვედრას და იმის გაგებას ითხოვენ, რა გეგმა აქვს სამინისტროს რაჭის ტყეებთან დაკავშირებით.

ამასთან, მათ გუშინდელ აქციაზე განაცხადეს, რომ ერთ-ერთი მოთხოვნაა, სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი აქციის ადგილას მივიდეს.

ასევე, პროტესტის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნაა - რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 2022 წლის მარტში 104 712 ჰექტარ ტყეზე 49-წლიანი სამონადირეო ლიცენზიის გაუქმება.

აქციის მონაწილეებს თან მოტანილი აქვთ ბანერები, წარწერით - „რაჭა არ იყიდება”, „ვის კითხეთ? ტყე ეკუთვნის ხალხს”.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, მაკა სულაძის განცხადებით, „აქცია იქნება უწყვეტი მანამ, სანამ არ დაკმაყოფილდება მოთხოვნები”.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

საკითხს 18 ნოემბერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გამოეხმაურა. უწყების განცხადებით, არ არსებობს საფუძველი საპროტესტო აქციების გასამართად და „ტყუილია, თითქოს რაჭაში ტყე გაიყიდა”.

მათივე განმარტებით, სამონადირეო ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შესაბამის ვადებში განიხილება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს