„საქსტატი“ - 2023 წლის III კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში 4191 გემი შემოვიდა

2023 წლის III კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში 4191 გემი შემოვიდა, რომელთა 32.9 პროცენტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდია, 28.9 პროცენტი - კონტეინერმზიდი, 28.4 პროცენტი - თხევადი ტვირთმზიდია, ხოლო 9.8 პროცენტი ნაყარ ტვირთმზიდზე, ბუქსირებზე, სამგზავრო და სპეციალიზებულ გემებზე ნაწილდება. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2023 წლის III კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 70.4 პროცენტით მეტი კონტეინერმზიდი მიიღო, 1.7 პროცენტით ნაკლები - თხევადი ტვირთმზიდი, 23.8 პროცენტით ნაკლები - გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი და 15.4 პროცენტით ნაკლები - ნაყარი ტვირთმზიდი.

„2023 წლის III კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 16.5 პროცენტი თურქეთის დროშის ქვეშ დაცურავს, 16.0 პროცენტი - ლიბერიის, 15.0 პროცენტი - პანამის, 7.6 პროცენტი - მალტის, 6.0 პროცენტი - ვანუატუს, 4.3 პროცენტი - ბარბადოსის, 4.1 პროცენტი - ბულგარეთის, ხოლო 30.5 პროცენტი სხვა ქვეყნებზე ნაწილდება.

2023 წლის III კვარტალში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 3548.2 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 0.5 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. გადამუშავებული ტვირთის 43.6 პროცენტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთია, 29.5 პროცენტი - თხევადი ტვირთი, 26.9 პროცენტი - ნაყარი ტვირთი.

2023 წლის III კვარტალში საქართველოს ნავსადგურები 5.9 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.1-ჯერ მეტია. ამასთან, მგზავრთა ნაკადში გასული მგზავრების წილი შემოსული მგზავრების წილს მცირედით აღემატება და 50.8 პროცენტს შეადგენს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება