ეკა სეფაშვილი - მოვითხოვ ყველა შემთხვევის გამოძიებას, რომელიც პროვოცირებული იყო ოპოზიციონერი ქალების მიერ და გამოიწვია „ოცნების“ ცალკეული ქმედებები

მე არა როგორც ქალი დეპუტატი, არამედ როგორც დეპუტატი ვგმობ ყოველგვარ ძალადობას - მოვითხოვ ყველა შემთხვევის გამოძიებას, რომელიც პროვოცირებული იყო ოპოზიციონერი ქალების მიერ და გამოიწვია „ოცნების" ცალკეული ქმედებები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ხალხის ძალის“ დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მისი სურვილია 2020 წლიდან პარლამენტში მომხდარი ფაქტები გამოიძიონ სქესისგან დამოუკიდებლად.

„მე, არა როგორც ქალი დეპუტატი, არამედ როგორც დეპუტატი ვგმობ ყოველგვარ ძალადობას, ბილწსიტყვაობას და ეთიკის ნორმების დარღვევას. მოვითხოვ ყველა იმ შემთხვევის გამოძიებას, რომელმაც გამოიწვია თუნდაც „ოცნების“ ცალკეული ქმედებები, რომელიც პროვოცირებული იყო ოპოზიციონერი ქალების ბილწსიტყვაობით, გინებით და ძალიან კარგი იქნება, თუ თავიდან დავიწყებთ, გადავახვევთ კადრებს და ყველა შემთხვევა იქნება გამოძიებული, ყველა იმ პიროვნებას ვინც დაარღვია ეთიკა პარლამენტში, მოეთხოვოს პასუხი იმისგან დამოუკიდებლად ქალია თუ კაცი. მხოლოდ ამის შემდეგ მაქვს იმედი, რომ თავს შეიკავებენ დეპუტატები და იზრუნებენ პრობლემების გადაწყვეტაზე და არა ცირკის მოწყობაზე პარლამენტში და ამით თავის გამოჩენაზე.

ოპოზიციონერი ქალების წივილ-კივილს მე ვერაფერს დავარქმევ გარდა იმისა, რომ ალბათ, სპეციალურად აქვთ შემუშავებული ეს ტაქტიკა, რომ კაცები ხმას არ იღებენ და ქალებს უშვებენ წინა ფრონტზე, ეს კაცების უსუსურობაზე მეტყველებს. მე დავძენ, რომ ეს დაუშვებელია ორივე მხრიდან - ქალი იქნება თუ კაცი, ბილწსიტყვაობა პარლამენტში არც ერთს არ შეშვენის. იმედი მაქვს ყველა ცალკეულ შემთხვევას სქესისგან დამოუკიდებლად გამოიძიებს ეთიკის კომისია 2020 წლიდან მოყოლებული, მათ შორის მაგიდებზე სირბილს, მაგიდების გადაყირავებას, ტელეფონების სროლას, წყლის დასხმას და ა.შ.",- განაცხადა სეფაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს