დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მლაშეში საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული მებრძოლების ხსოვნისადმი მიძღვნილი დოღი გაიმართა

18 ნოემბერს, დუშეთის საცხენოსნო კლუბის "300 არაგველის" და 2008 წლის აგვისტოს ომის ვეტერანის, ტარიელ ჩიხაშვილის პირადი ჩართულობით, ასევე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით, სოფელ მლაშეში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში დაღუპული მებრძოლების ხსოვნისადმი მიძღვნილი დოღი ( 8 კმ. 5 წრე) გაიმართა.

როგორც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დოღში მონაწილეობას მხედრები, საქართველოს მასშტაბით, 14 მუნიციპალიტეტიდან იღებდნენ. პირველი ადგილი, მხედარმა დავით ფერაძემ დაიკავა, ხარაგაულიდან. მეორე ადგილი ერგო გიორგი ცინცაძეს ჩოხატაურიდან, ხოლო მესამე ადგილი - მირზა აფციაურს გუდამაყრიდან.

„გაიმართა ასევე, შერეული ჯიშის ცხენების დოღი, სადაც საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: I ადგილი - სოსო რამიშვილი ჩოხატაურიდან, II მეორე ადგილი - ჯაბა ბერიძე ხარაგაულიდან, III ადგილი - იორამ იჭირაული, თუშეთიდან.

საპრიზო ადგილზე გასულ მხედრებს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული სპეციალური თასები, მედლები და ბრენდირებული ღვინოები გადაეცათ. აღნიშნული დოღი წელს მეორედ გაიმართა და ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს