გიორგი პერტაია ევროპალატის დირექტორთა საბჭოს წევრად მეოთხედ, ორი წლის ვადით აირჩიეს

ბრიუსელში, ევროპალატის გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ევროპალატების დირექტორთა საბჭოს არჩევნები ჩატარდა, სადაც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია, ევროპალატის დირექტორთა საბჭოს წევრად უკვე მეოთხედ, ორი წლის ვადით აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ავრცელებს.

„გიორგი პერტაია პარალელურად არის ევროპალატის სამეზობლო და გაფართოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. ასამბლეის ფარგლებში, არჩეულ იქნა ევროპალატის პრეზიდენტი ვლადიმირ დლოუჰი და ვიცე-პრეზიდენტები.

ასამბლეის მონაწილეებმა განიხილეს 2024 წლის ბიუჯეტირების პროექტი და ევროპალატის გრძელვადიანი ფინანსური განვითარების საკითხები, ასევე 2023-2024 წლების ძირითადი აქტივობები და ღონისძიებები.

ევროპალატა ევროკავშირში ევროპის უმსხვილეს ბიზნეს გაერთიანებას წარმოადგენს, ფარავს 43 ევროპულ ქვეყანას, 45 წევრ ასოციაციასა და 20 მილიონ ბიზნესს. ასევე, აერთიანებს 1700 რეგიონულ და ადგილობრივ სავაჭრო პალატას.

საქართველოს სავაჭრო პალატა 2000 წლიდან „ევროპალატის“ აფილირებული წევრია”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს