„საქართველოს ბანკისა“ და SOLO-ს მხარდაჭერით, ეროვნულ გალერეაში თამარ დე ლეტე - ვაჩნაძის პირველი მასშტაბური გამოფენა იმართება

საქართველოს ეროვნულ გალერეაში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, ქართველი მხატვრის, თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის პირველი მასშტაბური გამოფენა გაიხსნა.

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, პროექტის გენერალური სპონსორია „საქართველოს ბანკი“ და SOLO.

„2022 წლიდან საქართველოს ხელოვნების სასახლეში თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის ნამუშევრები და პირადი არქივი ინახება, რომელთა საქართველოში ჩამოტანა კულტურის მინისტრის ინიციატივით მოხდა. მათ შორისაა: 30-ზე მეტი ფერწერული ტილო, 300-ზე მეტი გრაფიკული ჩანახატი და ესკიზი (წიგნის მხატვრობა, თეატრის მხატვრობა, მოდის დიზაინი და სხვ.), 200-ზე მეტი საარქივო ფოტო.

თამარ დე ლეტე - ვაჩნაძე სან პაულოს თეატრის მხატვარი იყო, მეოცე საუკუნის 50-იან წლებში კი რამდენიმე ესკიზი შექმნა ფრანგული მოდის სახლ Dior-ისთვის. ის მრავალი მიმართულებით მუშაობდა, ქმნიდა საბალეტო დადგმებს - „წერდა სცენარებს, არჩევდა მუსიკას, ხატავდა დეკორაციებს, ქმნიდა კოსტიუმებს და ტექნიკურ დეტალებს, რომელიც სანახაობას მაყურებლისთვის დაუვიწყარს ხდიდა“.

ის აფორმებდა კოსტიუმებს თეატრებისთვის, ლოკრონანის ფესტივალის ფარგლებში გამართული წარმოდგენებისთვის და სხვა.

1960-1980-იან წლებში მისი ნამუშევრები სხვადასხვა პარიზულ გალერეებში იყო გამოფენილი, მათ შორის „XVI უბნის გალერეაში“, პარიზის სალონ „სოფიტელ გრუპ 36-ში“, საავიაციო-კოსმოსური ინდუსტრიის ეროვნული საზოგადოების დარბაზებსა თუ ლუქსემბურგში ფრანგული კულტურის ცენტრში.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თამარ დე ლეტე - ვაჩნაძის მიერ შესრულებული თეატრისა და წიგნის მხატვრობა, გრაფიკა, კოლაჟები და აპლიკაციები, ესკიზები და საბავშვო მარიონეტები. გამოფენა ეროვნულ გალერეაში 16 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს