პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ მდივანი ალექსანდრე სამსონიძე - მივმართავ ოპოზიციას და მთავრობას, შეიქმნას საგამოძიებო კომისია შოვის ტრაგედიაზე

პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“, მდივანი ალექსანდრე სამსონიძე შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას, კიდევ ერთხელ, ითხოვს.

როგორც პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სიმართლის დასადგენად პარტიის მდივანი პარლამენტის დეპუტატებს მიმართავს.

ალექსანდრე სამსონიძე აცხადებს, რომ ამ დრომდე საპარლამენტო ოპოზიცია არაფერს აკეთებს, რათა საგამოძიებო კომისია შეიქმნას და მოქალაქეებმა სიმართლე გაიგონ.

„ჩვენ ვაკვირდებით შოვის ტრაგედიის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს და ერთი მხრივ, ხელისუფლება ცდილობს ყოველდღიურად სხვადასხვა განცხადებით თუ ნაბიჯით გადაფაროს ეს ტრაგედია, ყველა გვალაპარაკოს სხვა თემაზე და მეორე მხრივ, საპარლამენტო ოპოზიცია არ აქტიურობს, რომ საგამოძიებო კომისია შექმნას. ცოტა ხნის წინ, ყველამ ვნახეთ IRI -ის საზოგადოებრივი აზრის კვლევა, სადაც პირველად მოხვდა ინფრასტრუქტურული პრობლემები მოწინავე პოზიციებზე, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი მოქალაქეები შოვის და გურიის ტრაგედიების შემდეგ თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ. მივმართავთ მთავრობას და საპარლამენტო ოპოზიციას, რომ დაიწყონ ამ თემაზე მუშაობა. ოპოზიციას კი სჭირდება უფრო მეტი აქტიურობა, რათა ნებსით თუ უნებლიეთ ხელი არ შეუწყოს ხელისუფლებას, რომელიც ყოველდღიურად სხვადასხვა ფორმით ცდილობს ამ უმძიმესი ტრაგედიის გადაფარვას“, - აცხადებს ალექსანდრე სამსონიძე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს