დიმიტრი პესკოვი რუსეთ-ფინეთის საზღვარზე გამშვები პუნქტების დახურვაზე - ფინეთის ხელისუფლების რუსოფობიური პოზიცია სინანულს იწვევს

ფინეთის ხელისუფლების რუსოფობიური პოზიცია მოსკოვის სინანულს იწვევს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ორი სახელმწიფოს საზღვარზე რამდენიმე გამშვები პუნქტის დახურვის ფაქტზე კომენტირებისას განაცხადა.

„ნაკლებად სავარაუდოა, ახლა სიტუაციაზე გავლენა მოვახდინოთ, რადგან დიალოგი, როგორც ასეთი, არ არსებობს და ეს ჩვენი ბრალი არ არის, დიალოგის შეწყვეტის ინიციატორები ჩვენ არ ვყოფილვართ, ეს არაფერს იწვევს, ღრმა სინანულის გარდა“, - განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთსა და ფინეთს დიდი ხნის კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.

„რა თქმა უნდა, ვწუხვართ, რომ ეს ურთიერთობები შეიცვალა ასეთი რუსოფობიური პოზიციით", - აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, ფინეთმა რუსეთთან საზღვარზე ოთხი გამშვები პუნქტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს