ირაკლი კობახიძე - ქაცარავას და სხვა „ნაციონალებს“ მოვუწოდებ, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან - თქვენ გახსოვთ ერთი, მეორე, მესამე, მეოთხე პროვოკაცია და კაცი მოგვიკლეს, ვაჟკაცი კაცი, თამაზ გინტური

ქაცარავას და სხვა „ნაციონალებს“ მოვუწოდებ, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან. თქვენ გახსოვთ ერთი, მეორე, მესამე, მეოთხე პროვოკაცია და კაცი მოგვიკლეს, ადამიანი, ვაჟკაცი კაცი, თამაზ გინტური, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წევრის, დავით ქაცარავას განცხადებას, რომ თამაზ გინტურის მკვლელობის შემდეგ რუსი ოკუპანტები კვლავ გამოჩნდნენ სოფელ საკორინთლოს მიმდებარედ და საგუშაგო გაააქტიურეს.

კობახიძის თქმით, ხელისუფლება საკუთარი ინტერესების დასაცავად მაქსიმუმს აკეთებს.

„პროვოკაციებისგან თავი შეიკავონ ქაცარავამ და სხვა „ნაციონალებმა“, ეს არის ჩემი მოწოდება მათ მიმართ. რაც შეეხება ხელისუფლებას, ხელისუფლება, რა თქმა უნდა, მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ინტერესები იყოს დაცული მიუხედავად იმ უმძიმესი მემკვიდრეობისა, რომელიც ჩვენ დაგვიტოვეს. თქვენ გახსოვთ, რომ სწორედ „ნაციონალებმა“ შემოხაზეს ის ე.წ. საზღვრები, რომლებიც შემდეგ მავთულხლართებით განიმტკიცა რუსეთის ფედერაციამ. არ შეიძლება ამ ადამიანებთან საუბარი, რაღაც სხვანაირად. ისინი არიან ჩვეულებრივი პროვოკატორები და შესაბამისი შეფასება უნდა მიეცეს მათ ნებისმიერ ქმედებას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს