იაგო ხვიჩია უმრავლესობას - თქვენ ხართ ფარისევლები, რომლებიც თქვენს მიერ აწყობილ ჯარში საკუთარ შვილებსა და ოჯახის წევრებს არ უშვებთ - Let's play, ვნახოთ ვინ მოიგებს

თქვენ ხართ ფარისევლები, რომლებიც თქვენს მიერ აწყობილ ჯარში საკუთარ შვილებსა და ოჯახის წევრებს არ უშვებთ - Let's play, ვნახოთ ვინ მოიგებს - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა იაგო ხვიჩია უმრავლესობის წევრებს ბიუროს სხდომაზე, სადაც „თავდაცვის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ინიცირება მოხდა.

ცვლილებები, დაჩქარებული წესით, პარლამენტის მიერ სექტემბრის თვეში მიღებულ „თავდაცვის კოდექსში“ ხორციელდება. როგორც იაგო ხვიჩიამ განმარტა, კანონის პროექტის მიხედვით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანო დაადგენს, ადამიანი ნამდვილად მორწმუნეა თუ - არა.

„ახალი „თავდაცვის კოდექსის“ ამოქმედების შემდეგ, რომელიმე თქვენგანის ოჯახის წევრი ჯარში წავიდა? მაგალითად, ისრაელში გასაჯაროებულია, სად მსახურობენ თანამდებობის პირების შვილები - ნახავთ, ამ წუთას რამდენი თანამდებობის პირის შვილია ჯარში და საბრძოლო მოქმედებაში ჩართული. თქვენი ოჯახის რომელიმე წევრი ამ პერიოდის განმავლობაში ამ კოჰორტას შეემატა?! - არავინ შემატებია! მინისტრების და მინისტრის მოადგილეების ოჯახის წევრები ამ კოჰორტას შეემატა?! - არ შემატებია! ბიბლიური თავისუფლების მღვდელთმსახურები წაიყვანეთ ჯარში? - ვერ წაიყვანეთ! ეს არა იმიტომ, რომ ჩვენ ვართ მაგრები, არამედ იმიტომ, რომ ხალხს ისეთ ჯარში წასვლა არ უნდა, რომელიც თქვენ ააწყვეთ, სადაც თქვენი ოჯახის წევრები გასაშვებად არ გემეტებათ და არავინ არ უშვებთ - კარგი რომ იყოს, თქვენი ოჯახის წევრები და თქვენი შვილები რიგში იქნებოდა!“ - მიმართა “ქართული ოცნების“ დეპუტატებს იაგო ხვიჩიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს