თბილისის მერია - გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური თავდადებულის ქუჩაზე მოვლითი ჭრის სამუშაოებს განახორციელებს და ტერიტორიაზე რეკრეაციულ სივრცეს მოაწყობს

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე არსებულ ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც ორ ჰექტარს შეადგენს, რეკრეაციული სივრცის მოწყობას იწყებს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, თავდაპირველად, აღნიშნულ ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლითი (გამოხშირვითი/გაწმენდითი) ჭრის სამუშაოები განხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, მოიჭრება თვითნათესი ხილ-კენკროვანი მცენარეები. გარდა ამისა, ტერიტორია გაიწმინდება სამშენებლო ნარჩენებისგან და მოიხსნება უკანონო შემოღობვები. აღნიშნული სამუშაოები მიმდინარე კვირაში დაიწყება.

„სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე თანამედროვე რეკრეაციული სივრცის შექმნა იგეგმება. მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, გარე განათების სისტემები, საბავშვო და სპორტული მოედნები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩატარდება გამწვანებისთვის საჭირო ყველა ღონისძიებები: მოეწყობა სარწყავი სისტემა, დაირგვება სხვადასხვა სახეობის მცენარე და დაითესება ბალახის საფარი.

სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბერში დაიწყება და 2024 წელს დასრულდება“, - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს