ლევან ბეჟაშვილი - ოპოზიციური პარტიების მნიშვნელოვანი ნაწილი მხარს უჭერს კანონპროექტს, რომელიც ემიგრანტებს არჩევნებში დისტანციურად მონაწილეობის საშუალებას მისცემს, დარწმუნებული ვარ, დასავლელი პარტნიორებიც მხარს დაუჭერენ

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, პარლამენტში წარადგენენ არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც ემიგრანტებს არჩევნებში დისტანციურად მონაწილეობის საშუალებას მისცემს. აღნიშნულის შესახებ ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან პარლამენტში, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ბეჟაშვილის თქმით, ცვლილებები არასამთავრობო ორგანიზაციამ "აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის" მოამზადა და მას ოპოზიციური პარტიების მნიშვნელოვანი ნაწილი უჭერს მხარს.

"დღევანდელი საარჩევნო სისტემა არ იძლევა საშუალებას ემიგრანტებმა, რომელთა რიცხვი სხვადასხვა მონაცემებით, დაახლოებით 800 ათასია, არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა და განსაზღვრონ ქვეყნის ბედი. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მნიშვნელოვან ეკონომიკურ წინსვლას უზრუნველყოფენ თავიანთი ქვეყნისთვის, მათთვის მოკლებულია საარჩევნო უფლება. ამიტომ ჩვენი ინიციატივა, რომელიც მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაცია "აღმოსავლეთ ევროპის ცენტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის" მიერ, გულისხმობს ემიგრანტებისთვის ელექტრონულო არჩევნების ფორმატით არჩევნებში მონაწილეობას. მათ დისტანციურად მიეცემათ საშუალება, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და განსაზღვრონ საპარლამენტო არჩევნების ბედი, ის პოლიტიკური ძალა, რომელიც წარუძღვება ქვეყნის განვითარებას. ვფიქრობ, ეს ინიციატივა მრავალპარტიული უნდა იყოს და მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციური პარტიების მნიშვნელოვანი ნაწილი მხარს უჭერს ამ კანონპროექტის ინიცირებას და განხილვას. დარწმუნებული ვარ დასავლელი პარტნიორებიც მხარს დაუჭერენ მას, რადგან ეს იქნება მნიშვნელოვანი ქვეყნის მომავლის განსაზღვრის თვალსაზრისით. ვფიქრობ, ამ პროცესში მნიშვნელოვანია ემიგრანტების პოზიციის დაფიქსირება და ხელისუფლებამ უნდა იგრძნოს მათგან ზეწოლა. ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მათ მისცეს, ამის შესაძლებლობა", - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ინფორმაციისთვის, დღეს, პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის", "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატები ლევან ბეჟაშვილი და პაატა მანჯგალაძე, ასევე პარლამენტის ოპოზიციონერი წევრები ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია და თეონა აქუბარდია ემიგრანტების საარჩევნო ხმის უფლების საკითხთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციას "აღმოსავლეთ ევროპის ცენტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის" შეხვდნენ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია