ემანუელ მაკრონმა და სი ძინპინმა ტელეფონით ისაუბრეს

ემანუელ მაკრონმა და სი ძინპინმა სატელეფონო საუბრისას ღაზაში არსებული სიტუაცია განიხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებელი CCTV-ი ავრცელებს.

ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებლის ცნობით, ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა და ფრანგმა კოლეგამ, ემანუელ მაკრონმა, სატელეფონო საუბრისას ღაზას სექტორში არსებული ვითარება განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია უფრო სერიოზული ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან არიდება.

„ორმა სახელმწიფოს მეთაურმა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის შესახებ მოსაზრებები გაცვალეს და ორივე მიიჩნევს, რომ მთავარი პრიორიტეტი პალესტინასა და ისრაელს შორის სიტუაციის შემდგომი გაუარესების თავიდან აცილებაა, განსაკუთრებით კი უფრო სერიოზული ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან არიდება“, - აცხადებს ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებელი.

სი ძინპინი და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ „ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტა“ კონფლიქტის შეჩერების ფუნდამენტურ გზას წარმოადგენს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს