სახალხო დამცველი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან აქციის მონაწილეებს შეხვდა

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს შეხვდა.

სახალხო დამცველი პირადად გაესაუბრა აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ვარლამ გოლეთიანს და დაინტერესდა, რა ვითარებაში მოხდა აქციის მონაწილეების დაკავება.

როგორც ომბუდსმენმა განმარტა, სახალხო დამცველის აპარატი აღნიშნულ საკითხს სწავლობს.

„პირველივე წუთიდან ჩართული ვართ და ვიკვლევთ აქციის მონაწილეების დაკავების საკითხს, ხომ არ ჰქონდა დაკავების პროცესში მათ მიმართ რაიმე ტიპის უკანონო მოპყრობას. ამასთან დაკავშირებით ჩვენი თანამშრომლები პირველივე წუთიდან მუშაობენ.

რაც შეეხება გამოხატვის თავისუფლებას, ბუნებრივია, უნდა იყოს უზრუნველყოფილი საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში.

აქ იმიტომ მოვედი, რომ ეს ადამიანები ითხოვენ, მათი გამოხატვის თავისუფლება დაცული იყოს და ამავე დროს, შესაბამისი უწყების საქმიანობას ხელი არ შეეშალოს. ამ ყველაფერს სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს, პირველივე დღიდან აკეთებს ამ ყველაფრის მონიტორინგს. ყველა საკითხზე, რომელიც დაკავშირებული არის მათ პროტესტთან, მათ შორის მათი მოთხოვნების კანონიერებასთან, ჩვენ შესაბამისი შეფასებები გვექნება“, - განაცხადა იოსელიანმა.

სახალხო დამცველი ყველას მოუწოდებს, რომ კანონის ფარგლებს არ გასცდნენ.

„ჩვენ ყოველთვის ვართ გამოხატვის დაცვის სადარაჯოზე, მაგრამ ამავე დროს, ყველას მოვუწოდებთ, კანონი იქნას დაცული და კანონის მოთხოვნის უგულებელყოფით არ მოხდეს ამ მოთხოვნით სარგებლობა“,-განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან რაჭის ტყეებთან დაკავშირებით აქცია უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ოთარ შამუგიასთან შეხვედრას და იმის გაგებას ითხოვენ, რა გეგმა აქვს სამინისტროს რაჭის ტყეებთან დაკავშირებით.

ასევე, პროტესტის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნაა - რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 2022 წლის მარტში 104 712 ჰექტარ ტყეზე 49-წლიანი სამონადირეო ლიცენზიის გაუქმება.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან