მარნეულში „შოთაობა - 2023" ჩატარდა

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით, მარნეულში „შოთაობა - 2023" ჩატარდა. ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და „შოთაობა" მიულოცეს.

„დღესასწაულის ფარგლებში სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი აქტივობა გაიმართა; ქალაქ მარნეულის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პერფორმანსი „აფორიზმები-ვეფხისტყაოსნიდან" შეასრულეს.

მოეწყო თეატრალიზებული წარმოდგენა, დეკორაციებით შოთა რუსთაველის ეპოქიდან, გათამაშდა ნაწყვეტები პოემიდან „ვეფხისტყაოსანი". წარმოდგენაში მონაწილეობას მოწვეული მსახიობები და მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „იბერიას" მოცეკვავეები იღებდნენ.

ამასთან, ბიბლიოთეკის მიმდებარე სკვერში, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა გვირგვინით და ყვავილებით შეამკეს შოთა რუსთაველის ძეგლი.

აღსანიშნავია, რომ მარნეულში სახალხო დღესასწაული „შოთაობა" 2021 წლიდან აღინიშნება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს