გენადი არველაძე - საქართველო მიზნად ისახავს გაერთიანებულ სამეფოსთან ხანგრძლივი და აქტიური თანამშრომლობის გაძლიერებას

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაციამ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური სავაჭრო შეთანხმებების კომიტეტში საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების პრეზენტაციასა და განხილვის პროცესში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

გენადი არველაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს დიდ ბრიტანეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას და მიზნად ისახავს ხანგრძლივი, მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას.

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და აგრძელებს რეფორმების მხარდაჭერას, რომლებიც მიმართულია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ.

„აღნიშნულ შეთანხმებას 2019 წლის 21 ოქტომბერს მოეწერა ხელი, ხოლო ძალაში 2021 წლის 1 იანვრიდან შევიდა. ამ შეთანხმებით ჩანაცვლდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ასოცირების შეთანხმება ბრიტანეთთან ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში ბრექსიტის შემდგომ. აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს თანამშრომლობის ფართო სპექტრს და სტრატეგიული პარტნიორობისთვის ქმნის სამართლებრივ ჩარჩოს და ამავდროულად უზრუნველყოფს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შენარჩუნებას საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ფარგლებში თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების განხილვა, ე.წ. ფაქტობრივი პრეზენტაცია (Factual Presentation) ხორციელდება ორგანიზაციის გამჭვირვალობის პრინციპის თანახმად, რა დროსაც ყველა წევრ სახელმწიფოს შესაძლებლობა ეძლევა გამოხატოს პოზიცია ან დასვას შესაბამისი შეკითხვები. პრეზენტაციის დროს ხდება შეთანხმების აღწერა და დეტალური განხილვა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის