"ბაზისბანკის" მხარდაჭერით აკორდ დეველოპმენტი საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს

"ბაზისბანკი", როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს დეველოპერული და სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას. ამჯერად, "ბაზისბანკთან" თანამშრომლობით, საცხოვრებელ კომპლექსს აკორდ დეველოპმენტი აშენებს. ბანკის მიერ გაწეული ფინანსური მხარდაჭერა 1.7 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

საცხოვრებელი კომპლექსი 1200 კვადრატულ მეტრზე, უნივერსიტეტის #6-ში გაშენდება. კომპლექსი მყუდრო საცხოვრებელ სივრცეს ქმნის და მოიცავს 14 სართულიან კომპლექსს, ორსართულიანი პარკინგით, სადაც 4 სართულზე განთავსდება ბიზნესცენტრი და 8 სართული დაეთმობა საცხოვრებელ სივრცეებს. აკორდში გათვალისწინებულია კონსიერჟის სერვისი და დაცვის სამსახური 24/7-ზე, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა გამწვანებული ეზოთი, სპორტული და საბავშვო გასართობი მოედნით.

კომპლექსის მშენებლობა 2024 წლის ნოემბერში სრულდება და მობინადრეებს მწვანე კარკასის მდგომარეობით ბარდება. ბინის შეძენის მსურველებს "ბაზისბანკი" გამარტივებული იპოთეკური სესხით სპეციალურ შეთავაზებას სთავაზობს. განაცხადის შევსება მომხმარებელს შეუძლია ონლაინ.

„"აკორდ დეველოპმენტი" 2022 წლიდან ოპერირებს ქართულ დეველოპერულ ბაზარზე და სტაბილური, სანდო კომპანიის რეპუტაციით ვსარგებლობთ, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მშენებლობას. კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად მრავალი დეტალის გათვალისწინებაა საჭირო. ჩვენი კომპლექსის მშენებლობის მთავარ უპირატესობებს ენერგოეფექტური სამშენებლო და სარემონტო მასალები წარმოადგენს. მაღალი ხარისხის ხმის იზოლაცია კი გარანტირებულია კომპლექსის ყველა ბინაში“, - აკორდ დეველოპმენტის დირექტორი, ბექა ჟვანია.

„ბაზისბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა წარმოადგენს. მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია ქვეყანაში სამშენებლო სექტორის განვითარებასა და ეკონომიკის გაძლიერების მიმართულებით. მოხარული ვარ, რომ ვთანამშრომლობთ კომპანიასთან, რომელიც მომხმარებელში მაღალი სანდოობით გამოირჩევა და ჩვენთან პარტნიორობით, კიდევ ერთი წარმატებული მასშტაბური პროექტი ხორციელდება, რომელიც დადებითად აისახება ბიზნეს გარემოზე“, - "ბაზისბანკის" კომერციული დირექტორი, გიგი გაბუნია.

(R)

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის