თაზო დათუნაშვილი - რუსული ხელისუფლების მიერ ეკონომიკური და სავაჭრო ჩანაცვლების ოპერაცია წარმატებით მიმდინარეობს - თუ 2006 წლის სცენარი განმეორდა და რუსეთმა ბლოკადა გამოგვიცხადა, ექსპორტის 20%-ს დავკარგავთ

ეკონომიკური და სავაჭრო ჩანაცვლების ოპერაცია რუსული ხელისუფლების მიერ, წარმატებით მიმდინარეობს - ეკონომიკური თვალსაზრისით, საქართველო დღეს სრულად არის რუსეთზე დამოკიდებული, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, საქართველოს ექსპორტი რუსეთზეა დამოკიდებული და „თუ 2006 წლის სცენარი განმეორდა და რუსეთმა ბლოკადა გამოგვიცხადა, ექსპორტის 20%-ს დავკარგავთ“.

„2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 5.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12.5%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 46.5%-ს შეადგენს.

აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23.3%-ით შემცირდა და 2.3 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა.

უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (454.9 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (307.3 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (239.1 მლნ. აშშ დოლარი). ეკონომიკური და სავაჭრო ჩანაცვლების ოპერაცია რუსული ხელისუფლების მიერ, წარმატებით მიმდინარეობს. ამავე სტატისტიკაში უკან დაიხია ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანასთან ვაჭრობის მოცულობამ ესპანეთის გარდა.

ეს სტატისტიკა ნათლად ასახავს იმ სავალალო და საშიშ ტენდენციას, რომელზეც „ლელო“ უკვე დიდი ხანია საუბრობს - საქართველოს ეკონომიკური ოკუპაცია რუსეთის მიერ. ეკონომიკური თვალსაზრისით, საქართველო დღეს სრულად არის რუსეთზე დამოკიდებული. გარდა იმისა, რომ ქვეყანა, ფაქტობრივად, სრულად არის დამოკიდებული რუსეთზე, ისეთ პირველადი მოხმარების პროდუქტების მოწოდებაში, როგორიცაა ხორბლის ფქვილი და საწვავი. დღეს უკვე მთელი საქართველოს ექსპორტი რუსეთზე ეკიდება. რაც ნიშნავს იმას, რომ თუ 2006 წლის სცენარი განმეორდა და რუსეთმა ბლოკადა გამოგვიცხადა, ჩვენ დავკარგავთ ექსპორტის 20%-ს, დავრჩებით პურისა და საწვავის გარეშე, ქართული ღვინო კი ბაზრის გარეშე.

იმის მაგივრად, რომ საქართველო რუსულ ჩიხად ექციათ, რა უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას? დაესრულებინა გზის მოდერნიზება და ანაკლიის პორტის მშენებლობა, რათა ეს ქვეყანა გამხდარიყო რეალურად შუა დერეფანი და რუსეთისათვის აცილებული ტვირთები საქართველოზე გამოეტარებინა. მოეხდინა რკინიგზის მოდერნიზაცია და დაეფუძნებინა საფონდო ბირჟა - ეკონომიკის სტიმულირებისათვის. მაგრამ ამის მაგივრად მათ ქვეყნის ინტერესები მტერზე გაყიდეს. ამ ცვლილებებს კი, „ლელო“ განახორციელებს და საქართველოს ეკონომიკის მოცულობას ორჯერ გაზრდის ერთ საარჩევნო ციკლში, როდესაც ჩვენ რუსეთის მსახურებაში მყოფ ხელისუფლებას გავისტუმრებთ“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია