"ალდაგის" მხარდაჭერით აგრარული ტექნოლოგიების გამოფენა გაიმართა

ალდაგი ბიზნესის მხარდაჭერით, საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში", სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების რიგით 21-ე გამოფენა გაიმართა, რომლის მიზანი ინდუსტრიის განვითარება, ადგილობრივი მეწარმეების პოპულარიზაცია და ტექნოლოგიური სიახლეების ქართულ ბაზარზე დამკვიდრების ხელშეწყობა იყო.

"ალდაგის" ინფორმაციით, გამოფენაზე, ადგილობრივ და უცხოელ მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, საკუთარი პროდუქცია მომხმარებლისთვის, ინვესტორებისა და პოტენციური პარტნიორებისთვის წარედგინათ.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, "ალდაგი" სოფლის მეურნეობის განვითარებაში აქტიურადაა ჩართული და ყოველწლიურად, სხვადასხვა ღონისძიების ფარგლებში, დარგში მოღვაწე სპეციალისტებს, ფერმერებსა და სხვა ჩართულ მხარეებს, მხარდაჭერას უცხადებს.

„მოხარულები ვართ, რომ ალდაგი ბიზნესის სახელით, კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა, ჩვენი მხარდაჭერა გამოგვეცხადებინა სოფლის მეურნეობის დარგში მოღვაწე სპეციალისტებისთვის, ფერმერებისა თუ კომპანიებისთვის, რომლებთანაც წლებია მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მათი გაძლიერების მიზნით და საუკეთესო პირობებს ვთავაზობთ ბიზნესის ყველა რისკის დასაზღვევად“, - აცხადებს "ალდაგის" კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე თამარ ძნელაძე.

„აღსანიშნავია, რომ კორპორატიული დაზღვევის ბიზნესში, ალდაგი, საქართველოში, წლებია ლიდერობს და სხვადასხვა ინდუსტრიაში მოქმედ მსხვილ, მიკრო და საშუალო ბიზნეს კომპანიებს მათზე მორგებულ სადაზღვევო პროდუქტებს სთავაზობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს