გიგი წერეთელი - დაბალი ბარიერი საჭიროა, თუმცა, მთავარია ამომრჩეველი დავარწმუნოთ მმართველობის ცვლილების აუცილებლობაში

„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი საარჩევნო ბარიერის შესახებ არსებულ დისკუსიას გამოეხმაურა.

როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, ბარიერის საკითხი პარტიებისთვისა და პოლიტიკური პროცესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ კარგი იქნებოდა, რომ ხელისუფლება ამით არ მანიპულირებდეს.

მისი თქმით, ხელისუფლება პირიქით ხელს უნდა უწყობდეს იმგვარი ბარიერის არსებობას, რაც მეტ წარმომადგენლობას მოიტანდა და განსაზღვრავდა ამომრჩევლის სურვილით საპარლამენტო შემადგენლობას.

როგორც წერეთელმა აღნიშნა, დაბალი ბარიერი საჭიროა, „თუმცა, მთავარია ამომრჩეველი დავარწმუნოთ მმართველობის ცვლილების აუცილებლობაში“.

„ეს მმართველი ძალის დაპირებაც იყო, რასაც დღეს ჯიუტად უარყოფენ, თუმცა, ახლა ყველაზე მთავარი ის არის, რომ არსებობდეს ადამიანების კრიტიკული მასა და ბევრი ამომრჩეველი, რომელიც მივა არჩევნებზე და ცვლილებებს დაუჭერს მხარს.

მე ვფიქრობ, რომ ყველა პარტიის ამოცანა, ამ ეტაპზე, არა მხოლოდ ბარიერის დაწევისთვის მოქმედებაა, არამედ ბრძოლა იმისთვის, რომ საზოგადოება დაარწმუნოს ცვლილებების აუცილებლობაში. თუ ეს ამოცანა მიიღწევა, ბარიერის მიუხედავად, ხელისუფლების არჩევნებით შეცვლა გარდაუვალია“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს