გურამ მაჭარაშვილი - სჯობს, კითხვები ოპოზიციას დაუსვათ, აპირებს თუ არა არაფორმალური მმართველი და ოლიგარქი კეზერაშვილი პარტიების დაფინანსების გაგრძელებას - ივანიშვილს არათუ პოლიტიკასთან, საჯარო სფეროსთანაც არ აქვს კავშირი

სჯობს, კითხვები ოპოზიციას დაუსვათ, აპირებს თუ არა არაფორმალური მმართველი და ოლიგარქი კეზერაშვილი პარტიების დაფინანსების გაგრძელებას - ივანიშვილს კავშირი არ აქვს საჯარო სფეროსთან, არათუ პოლიტიკასთან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კეზერაშვილი რომ პარტიებს აფინანსებს, ამას არც თავად უარყოფს და ოპოზიციიდანაც ადასტურებენ, რომ ის არაფორმალური მმართველია.

„ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია ავიღოთ - „ნაცმოძრაობა“, რაში გვჭირდება ჩვენ "ნაცმოძრაობის" კონტროლი, თვითონ გამოდიან და ყოველ დილა-საღამოს გვეუბნებიან რა უბედურება სჭირს „ნაცმოძრაობას“, არაფორმალური მმართველებიც ვერ თანხმდებიან, რომელია ყველაზე პირველი. ფორმალური მმართველი კი მელიას ემუქრება გარიცხვით, რომელიც პარტიას ხან ტოვებს, ხან არა. რაში სჭირდება საზოგადოებას იმაზე მეტი კონტროლი, ვიდრე თვითონ საკუთარი ნაბიჯებით აკეთებენ. თითოეულ საკითხზე, მათ შორის, პარტიების დაფინანსების ნაწილში გვექნება კონსულტაციები, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებთან, ყველა საკითხზე გვექნება ჩვენი არგუმენტები და უმეტესწილად, გარწმუნებთ, შევჯერდებით. ივანიშვილს კავშირი არ აქვს საერთოდ საჯარო სფეროსთან, არათუ პოლიტიკასთან და კეზერაშვილი პირდაპირ არის ჩართული, რასაც თვითონაც ადასტურებს და ოპოზიციიდანაც ადასტურებენ, რომ ის არის არაფორმალური მმართველი. სჯობს, კითხვები თუ გაქვთ ოპოზიციას დაუსვათ, აპირებს თუ არა არაფორმალური მმართველი და ოლიგარქი კეზერაშვილი პარტიების დაფინანსების გაგრძელებას. კეზერაშვილი ამბობს, პარტიებს ვაფინანსებო და მეკითხებით ივანიშვილზე, რომელიც საჯარო სფეროშიც კი არ ჩანს“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, მთავრობამ ე.წ. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა 14 სექტემბერს მიიღო და მედიაში დეტალები დღეს გავრცელდა.

„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, დეოლიგარქიზაციის სამთავრობო დოკუმენტი 52 გვერდისგან შედგება და შემდეგი 7 მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას ითვალისწინებს:

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა (კორუფციის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება და კორუფციის პრევენცია, ევროპის საბჭოს ანტიკორუფციული ორგანოს (GRECO) მონიტორინგის პროცესის კოორდინაცია);

სახელმწიფო შესყიდვები (სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების დაცვა);

კონკურენციის პოლიტიკა (ეფექტური კონკურენციის პოლიტიკის ჩამოყალიბება და განხორციელება);

მართლმსაჯულება;

ფულის გათეთრებისა და ტერორისტული დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა (ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკის გაძლიერება, მათ შორის იურიდიული პირებისა და შეთანხმებების გამჭვირვალობა, მესაკუთრეების შესახებ ინფორმაციაზე დროული და ეფექტური წვდომა MONEYVAL-ისა და FATF-ის რეკომენდაციების შესაბამისად);

პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი;

მედია (მედიის პლურალიზმის გაძლიერება და მედიამფლობელობის გამჭვირვალობა).

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია