Golden Tulip Design Tbilisi-ში ცნობილი სამხრეთ აფრიკელი არტისტი KASANGO დაუკრავს

24 ნოემბერს სასტუმრო Golden Tulip Design Tbilisi „მემო ივენთთან“ კოლაბორაციით კიდევ ერთ ექსკლუზიურ ღონისძიებას უმასპინძლებს. ქართველი მსმენელის წინაშე პოპულარული სამხრეთ აფრიკელი არტისტი KASANGO წარსდგება.

კასანგო AFRO HOUSE ჟანრის მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დიჯეი და პროდიუსერია. მის მიერ შექმნილ მუსიკალურ ჟღერადობას თავის მიქსებში იყენებენ მსოფლიოს წამყვანი არტისტები.

2021 წელს კასანგომ გამოუშვა დაუვიწყარი ჰიტი OSAMA, რომელიც გამოსვლის დღიდან მსოფლიოს ტოპ ჰიტების სათავეში მოექცა, აქვს მილიონობით ნახვა YOUTUBE-ზე და SPOTIFY-ზე.

დღეს KASANGO ძალიან აქტუალური შემსრულებელია ელექტრონული მუსიკის სცენაზე და უკრავს მსოფლიო დონის ელექტრონული მუსიკის ფესტივალებზე.

24 ნოემბერს მსმენელის წინაშე ასევე წარსდგება ლოკალური სცენის გამორჩეული არტისტი POLAR DJ.

Golden Tulip Design Tbilisi-დან თბი­ლი­სის ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი პა­ნო­რა­მუ­ლი ხედი იშ­ლე­ბა, რაც კიდევ უფრო და­უ­ვი­წყარს ხდის აქ გა­მარ­თულ წვეულებებს. სტუმ­რე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბულ მო­წო­ნე­ბას იმ­სა­ხუ­რებს უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ით მომ­ზა­დე­ბუ­ლი სა­ავ­ტო­რო კოქ­ტე­ი­ლე­ბი და ახალი ვარიაციებით მომზადებული საერთაშორისო სამზარეულოს გამორჩეული კერძები.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს