თინათინ ნიბლოშვილი - მრავალგვერდიანი ბიუჯეტის წაკითხვას ოპოზიციას ერთი წინადადების დამახსოვრება და ყოველ წელს მისი გამეორება ურჩევნია

მრავალგვერდიანი ბიუჯეტის წაკითხვის სანაცვლოდ ოპოზიციისთვის უფრო მარტივია წლიდან წლამდე დაიმახსოვროს მხოლოდ ერთი მარტივი წინადადება და დაზეპირებული ფრაზებით შეაფასოს ბიუჯეტი, - ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, თინათინ ნიბლოშვილი საკრებულოს სხდომაზე 2024 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკულ განცხადებებს.

როგორც თინათინ ნიბლოშვილმა აღნიშნა, ბიუჯეტის პროექტის განხილვისას ოპოზიცია დედაქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე მორგებულად აცხადებს.

„მრავალგვერდიანი ბიუჯეტის წაკითხვის სანაცვლოდ ოპოზიციისთვის უფრო მარტივია წლიდან წლამდე დაიმახსოვროს მხოლოდ ერთი მარტივი წინადადება და დაზეპირებული ფრაზებით შეაფასოს ბიუჯეტი. ამასთანავე აღნიშნოს, რომ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი ვითომ „ქართული ოცნების“ ინტერესებზეა მორგებული. მიეჩვივნენ კიდევაც, რომ მათ მიერ გაკეთებულ კომენტარს ტელევიზიები გააშუქებენ და შემდეგ არასწორ ინფორმაციას საზოგადოება მოისმენს“, -აღნიშნა თინათინ ნიბლოშვილმა.

საკრებულოს წევრმა, თინათინ ნიბლოშვილმა ოპოზიციონერ კოლეგას შეკითხვით მიმართა და სთხოვა იმ პარტიული კოორდინატორების დასახელება, რომლებიც ვითომდა დედაქალაქის მერიაში საქმდებიან.

„იქნებ მიპასუხოთ, კერძოდ რომელი რაიონის კოორდინატორებს გულისხმობთ. დაასახელეთ თუნდაც ერთი მათგანი. რაც შეეხება საჯარო ბაღებში გაზრდილ შტატებს, აქ იგულისხმება აღმზრდელის თანაშემწის შტატი. როგორ ფიქრობთ, სრულფასოვანი სააღმზრდელო პროცესის ჩასატარებლად რამდენი ადამიანი სჭირდება ჯგუფს, რომელშიც 20-ზე მეტი აღსაზრდელია?“, - აღნიშნული კითხვით მიმართა კოლეგას თინათინ ნიბლოშვილმა და ოპოზიციის განცხადებებს „უსაფუძვლო და უსაგნო უწოდა“.

აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო