გიორგი ტყემალაძე - 2024 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტის პირველად ვერსიაში უკვე 70 მილიონიანი ზრდა გვაქვს

თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, 2024 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, 2023 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველად ვერსიაში 70 000 000 - ლარიანი ზრდაა.

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტი იხილება და ოპოზიციამ მოსახლეობა შეცდომაში რომ არ შეიყვანოს, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ: 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში მნიშვნელოვანი ზრდა იქნება. რაც შეეხება ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული პრიორიტეტების დაფინანსებას, ყველგან ზრდა აღინიშნება. პროცედურით გათვალისწინებული ნორმაა, რომ ჩვენ საკრებულოში 15 ნოემბერს შემოსული ბიუჯეტი უნდა განვიხილოთ და რეკომენდაციებით დავაბრუნოთ მერიაში განსახილველად. ბიუჯეტის საბოლოო ვერსია კი დეკემბრის შუა რიცხვებში იქნება წარმოდგენილი“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

მისივე თქმით, 2024 წლის ბიუჯეტის პროექტში ახალი მნიშვნელოვანი პროექტებიც იქნება ასახული.

„იცით, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების 10%-იან ზრდა არის დაგეგმილი. მიმაჩნია და მიგვაჩნია, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ღირსეული ანაზღაურება. საჯარო სექტორმა უნდა გაუძლოს ამ კონკურენციას, რადგან, ანაზღაურებიდან გამომდინარე, საჯარო მოხელეების გადინება ხდება კერძო სექტორში. რა თქმა უნდა, ოპოზიციის წარმომადგენლებმა კარგად იციან, რომ ხელფასების მატება სწორი ნაბიჯია, თუმცა ცდილობენ ყველაფერი უარყოფითად წარმოაჩინონ“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის