გიორგი ამილახვარმა შოტლანდიის განათლების მინისტრთან და ბრიტანეთისა და შოტლანდიის უნივერსიტეტების ასოციაციების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრები გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძესთან ერთად, სამუშაო ვიზიტით შოტლანდიაში, ქალაქ ედინბურგში იმყოფება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი ბრიტანეთის საბჭოს ორგანიზებით მიმდინარე უმაღლესი განათლების კონფერენციაში სახელწოდებით Going Global 2023 მონაწილეობს.

ინფორმაციის თანახმად, კონფერენციის ფარგლებში გიორგი ამილახვარმა სამუშაო შეხვედრები გამართა შოტლანდიის განათლების მინისტრ გრემ დეისთან, ბრიტანეთისა და შოტლანდიის უნივერსიტეტების ასოციაციების ხელმძღვანელებთან და დანდის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან.

„მხარეებმა საქართველოში ერთობლივი და ორმაგი აკადემიური პროგრამების განხორციელების პერსპექტივები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.

გიორგი ამილახვარმა შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხედვა გააცნო, რომელიც გულისხმობს საქართველოსთვის პრიორიტეტული მიმართულებების გათვალისწინებით, მეტი ერთობლივი და ორმაგი აკადემიური პროგრამების შექმნას და ქვეყანაში ბრიტანული უნივერსიტეტების მაქსიმალურად შემოსვლას.

ბრიტანული მხარე დაინტერესდა საქართველოსთან თანამშრომლობით და უმაღლესი განათლების საფეხურზე ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების მზაობა გამოთქვა.

ედინბურგში, ბრიტანეთის საბჭოს ორგანიზებით მიმდინარე უმაღლესი განათლების კონფერენციაში სახელწოდებით Going Global 2023 მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის განათლების მინისტრები და ლიდერები მონაწილეობენ, რომლებიც უმაღლესი განათლების მიმართულებით არსებულ გამოწვევებს, მათი გადაჭრის გზებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს