ლევან არველაძე - დარწმუნებული ვარ, ბიუჯეტში საკრებულოს რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება

თბილისის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარემ საკრებულოს სხდომაზე წარმოდგენილი 2024 წლის ბიუჯეტის თაობაზე განცხადება გააკეთა.

როგორც ლევან არველაძემ განაცხადა, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ არ მიიჩნევს ოპოზიცია რუსთაველის გამზირის სრულ რეაბილიტაციას მეგაპროექტად. აღნიშნული პროექტი არა მხოლოდ საგზაო სამუშაოებს ითვალისწინებს, არამედ შენობა-ნაგებობების სრულ რეაბილიტაციას გულისხმობს.

მისივე თქმით, მეგაპროექტად შეიძლება ჩაითვალოს მეტროს ვაგონების სრული ჩანაცვლება, რისი ღირებულება 475 მილიონი ევროა და ამ მასშტაბურ პროექტს ცენტრალური მთავრობა აფინანსებს.

ლევან არველაძემ 18-მეტრიანი ავტობუსების თაობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მასშტაბური პროექტი სატრანსპორტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.

„რაც შეეხება 2024 წლის ბიუჯეტის პროექტს, დარწმუნებული ვარ, ბიუჯეტი, რომელიც საკრებულოს რეკომენდაციების გათვალისწინებით ხელახალი განხილვისთვის წარმომადგენლობით ორგანოში დეკემბერში დაბრუნდება, კიდევ უფრო მნიშვნელოვნად იქნება გაზრდილი“, - განაცხადა ლევან არველაძემ.

აღნიშნულ კომენტარს საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს