ხობის მერიაში მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის პროექტი განიხილეს

20-21 ნოემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში ხობის მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის პროექტის განხილვა გაიმართა.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის პროექტის დეტალების გაცნობისა და განხილვის მიზნით მერიის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები ფოკუს-ჯგუფების წევრებს შეხვდნენ.

ამავე ინფორმაციის თანახმად, ფოკუს-ჯგუფებში შედიან: ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, მერის სათათბირო ორგანოს - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს, ახალგაზრდული საბჭოს, გენდერული საბჭოს და საკრებულოს წევრები, კერძო სფეროში დასაქმებულები, ბიზნეს-სექტორის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის პროექტის განხილვას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია და მერის მოადგილე დავით ბერაია ესწრებოდნენ.

მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტი არის თვითმმართველი ერთეულის სოციალური და ეკონომიკური განვითარების ძირითადი სტრატეგია. ის განსაზღვრავს ადგილობრივი ხელისუფლების მიზნებს, ამოცანებს და მათი მიღწევის კონკრეტულ მექანიზმებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს