“ლელომ“ პარლამენტს რეზოლუციის პროექტი წარუდგინა, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას, ქონების მიყიდვისა და რუსული ნომრებით მანქანების გადაადგილების აკრძალვას ითვალისწინებს

“ლელომ“ პარლამენტს რეზოლუციის პროექტი - “საქართველოს დაცვის აქტი“ წარუდგინა.

აღნიშნული რეზოლუციის პროექტი ცხრა პუნქტისაგან შედგება, რაც “ლელოს“ განმარტებით, დაუყოვნებლივ შესასრულებელია იმისთვის, რათა საქართველო რუსეთისგან და მისგან მომდინარე საფრთხეებისგან იყოს დაცული.

“ლელოს“ დეპუტატის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, რეზოლუციის პროექტის გათვალისწინებით გადასადგმელია ცხრა კონკრეტული ნაბიჯი, რაც გულისხმობს სასწრაფოდ სავიზო რეჟიმის შემოღებას, მიწის და სხვა უძრავი ქონების რუსეთის მოქალაქეებისთვის მიყიდვის აკრძალვას, რუსეთის საინფორმაციო პროპაგანდისტული მედია-საშუალებების აკრძალვას, რუსული ფონდების საქმიანობის აკრძალვას, რუსული ნომრებით მანქანების გადაადგილების აკრძალვას და სხვა ზომებს, რომელიც გასატარებელია იმისთვის, რომ რუსეთისგან მომდინარე ძალიან სერიოზული საფრთხეების შეკავება მოხდეს.

“ამ ნაბიჯების არ გადადგმა ნიშნავს იმას, რომ “ქართული ოცნება“ საკუთარი ქვეყნისა და მოქალაქეების ინტერესებს არ იცავს და საკუთარი მოქალაქეების დაცულობაზე მეტად, ოკუპანტი სახელმწიფოს მოქალაქეთა კომფორტი აინტერესებს“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს