ვლადიმერ ბოჟაძე ოპოზიციას - თბილისელებმა იციან სიმართლე და ამიტომაც ხართ იქ, სადაც ხართ

დედაქალაქის 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით თქვენი მწუხარების მესმის, რადგან მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი ნათლად ამბობს, რომ სახელმწიფოსთვის და დედაქალაქისთვის მთავარი საზრუნავი არის ადამიანი. მესმის, რომ არ ხართ კმაყოფილები, რადგან თბილისს ისტორიული ბიუჯეტი სწორედ ჩვენი მმართველობის პირობებში აქვს , - ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე 2024 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ოპოზიციის შენიშვნებს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი ვლადიმერ ბოჟაძე.

მისი თქმით, მსგავსი მაღალი მაჩვენებელი და ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში ჯერ არ ყოფილა.

„ჩვენ შევძელით ის, რომ არ იქნება ომი, იქნება სტაბილურობა და განვითარება. განვითარდება ქვეყანა და განვითარდება ბიზნესი. სახელმწიფო მიიღებს მეტ გადასახადს და განახორციელებს მეტ პროექტს. ეს ჩვენ შევძელით, თქვენ კი იმის მაგივრად, რომ ამაში მონაწილეობას იღებდეთ, მოსახლეობის გამიზნულ დეზინფორმირებას განაგრძობთ. მაგრამ თბილისელებმა იციან სიმართლე და ამიტომაც ხართ იქ, სადაც ხართ“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

საკრებულოს უმრავლესობის წევრის თქმით, თბილისის ბიუჯეტის პროექტში, რომელიც მიმდინარე წელთან შედარებით 70 მილიონი ლარით მეტია, ყველა იმ მნიშვნელოვანი პრიორიტეტული მიმართულების დაფინანსებაა გაზრდილი, რომლებიც თბილისისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მათ შორისაა როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე, სოციალური მიმართულებები: ჯანდაცვა, განათლება და სხვა. როგორც ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა, ოპოზიცია ამ პრიორიტეტებით არ ინტერესდება და მოსახლეობას სიმართლეს უმალავს.

მისივე განცხადებით, თბილისში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი და პროგრამა ხორციელდება. შესაბამისად, უმრავლესობის წევრს აინტერესებს, თუ როგორ არის წარმოდგენილი პროექტი „ქართული ოცნების“ და არა თბილისელების ბიუჯეტი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება