ანა ნაცვლიშვილი - თუკი პრობლემა რეალურია, პრემიერ- მინისტრმა უნდა ახსნას, რატომ არ საუბრობს დავით გარეჯის თემაზე აზერბაიჯანულ მხარესთან

როდესაც სასამართლოში დავით გარეჯის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს, თუკი პრობლემა რეალურია, პრემიერ მინისტრმა უნდა ახსნას, რატომ არ საუბრობს ამ თემაზე აზერბაიჯანულ მხარესთან ორმხრივი შეხვედრების დროს? - არც ერთ შეხვედრაზე აზერბაიჯანულ მხარესთან ეს საკითხი არ დასმულა, პრემიერ მინიტრს პირში წყალი აქვს ჩაგუბებული! - ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განუცხადა.

ნაცვლიშვილის შეფასებით, ყოველივე ეს ადასტურებს, რომ “გარეჯი საქართველოა“ შიდა მოხმარების თემაა.

“გაუგებარია, როდესაც ამხელა ამბავია შექმნილი და ეს არის საქართველოს მოქალაქეებისთვის მგრძნობიარე თემა, ჩვენ საქართველოს პრემიერ მინისტრისა და აზერბაიჯანის უმაღლესი ხელისუფალის არაერთი მაღალი დონის შეხვედრა ვნახეთ და პრემიერ - მინიტრს პირში წყალი აქვს ჩაგუბებული - არც ერთ შეხვედრაზე აზერბაიჯანულ მხარესთან ეს საკითხი არ დასმულა.

რას ნიშნავს ეს? - ე.წ. “გარეჯი საქართველოა“ შიდა მოხმარების თემაა. თუ პრემიერი მართლა წუხს და ამ საქმეში მართლაც არსებობს საფუძველი, რომ საქართველოს ინტერესები შელახულია, მაშინ ამ პერიოდის განმავლობაში აზერბაიჯანულ მხარესთან არა ერთი შეხვედრა შედგა და არც ერთხელ არ მოგვისმენია, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ილჰამ ალიევთან ეს საკითხი დააყენა პირისპირი შეხვედრების თუ სხვა ფორმატში“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

დავით გარეჯის საქმეზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის დაკითხვა დასრულდა. ის მხარეების კითხვებს თითქმის, ორი საათის განმავლობაში პასუხობდა.

2005-2007 წლებში, ნოღაიდელი პრემიერ-მინისტრი და უშიშროების საბჭოს წევრი იყო.

როგორც სასამართლო პროცესზე ჩვენების მიცემისას ნოღაიდელმა განაცხადა, სასაზღვრო ზოლთან დაკავშირებული საკითხები პრეზიდენტის კომპეტენციაში შედიოდა და საბჭოს სხდომებსაც ის იწვევდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს