ნინო რუხაძე - სამწუხაროა, რომ დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვისას, მსჯელობის ნაცვლად პოლიტიკურ განცხადებებს ვისმენთ’’

სამწუხაროა, რომ დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვისას, მსჯელობის ნაცვლად პოლიტიკურ განცხადებებს ვისმენთ, - განაცხადა საკრებულოს სხდომაზე თბილისის საკრებულოს ფრაქციის ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო’’ თავმჯდომარის მოადგილემ.

ნინო რუხაძის თქმით, ოპოზიციას თავს ესხმის დედაქალაქისთვის საჭირო და საამაყო პროგრამებს და თავისი უსაგნო განცხადებებით შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება. საკრებულოს წევრმა მაგალითისთვის ისეთ პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა, როგორიცაა „60+’’.

,,ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, რომლითაც უამრავი ადამიანი სარგებლობს. დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი შეფასების კრიტერიუმია, თუ როგორ ეპყრობა ქვეყანა ხანდაზმულ ადამიანებს’’, - განაცხადა ნინო რუხაძემ.

მან დღესვე ისეთი პროგრამის მნიშვნელობაზეც ისაუბრა, როგორიცაა ,,თბილისის ადვოკატი’’.

დასასრულს, ნინო რუხაძემ ოპოზიციას მიმართა და მათ რჩევებს არაკომპეტენტური უწოდა.

მისი თქმით, ოპოზიციონერი კოლეგების რჩევების გათვალისწინება შეუძლებელია, რადგან ისინი ვერ არიან კარგი მრჩევლები და ისეთი საკითხების მოგვარებას და დაფინანსებას ითხოვენ, რაც მუნიციპალიტეტის კომპეტენცია არ არის.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო