ანონსი  22 ნოემბერი

22 ნოემბერს, 09:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის მესამე ერთობლივი კონფერენცია „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ" გაიმართება.

მის: სასტუმრო „თბილისი მარიოტი"

22 ნოემბერს, 09:15 საათზე, „ჯივიპის“ ახალი სტრუქტურული ერთეულის, ვაკის რაიონის საოპერაციო ცენტრის გახსნის ღონისძიება გაიმართება.

„ჯივიპის“ მენეჯმენტთან ერთად, გახსნის ღონისძიებას დაესწრებიან თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, გამგებლები და მათი მოადგილეები, სემეკ-ისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.

22 ნოემბერს, 10:00 საათზე, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) პროექტის „სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის შესაძლებლობების გაძლიერება ინფორმაციის თავისუფლებისა და სიტყვის თავისუფლების სფეროში“ შემაჯამებელ ღონისძიებას გამართავს, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკის ტრანზიციის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

მის: ვარდების რევოლუციის მოედანი #1, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“.

22 ნოემბერს, 11:00 საათზე, „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიასა და „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ერთობლივი ბრიფინგი გაიმართება, რომელზეც mona.ge-ზე განსათავსებელ ახალ სიას წარადგენენ.

მის: ლუარსაბ შარაშიძის 5, ფიქრის გორა.

22 ნოემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ორგანიზებით, საჯარო დისკუსია სახელწოფებით "საქართველოს მედეგობის რისკების შეფასება ცვალებად უსაფრთხოების გარემოში“ გაიმართება.

თემა: შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება ახალი პოლიტიკის დოკუმენტი "რუსეთისგან მომავალი რისკების მართვა: გზა საქართველოსთვის მედეგობის მისაღწევად", რომელზეც, პოლიტიკის ანალიტიკოსების გარდა, თავდაცვისა და უსაფრთხოების სპეციალისტებმა იმუშავეს.

მის: თავისუფლების მოედანი 4 (სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი“).

საკონტაქტო: ლელა გოგოლაძე - 598 66 88 06

22 ნოემბერს, 11:00 საათზე, "ლელოს" ცენტრალურ ოფისში, პარტიის გენერალური მდივანის ირაკლი კუპრაძის საგანგებო ბრიფინგი გაიმართება.

თემა: რუსეთის მოქალაქეებისგან დასაქმების ბაზრის დაცვა. "ლელოს" გენერალური მდივანი პარტიის მიერ გამოთხოვილ ინფორმაციას გაასაჯაროებს საქართველოში რუსების დასაქმების რეალური მდგომარეობის და პრობლემების შესახებ.

22 ნოემბერს, 11:00 საათზე, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტის მხარდაჭერით, ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებისთვის მრგვალი მაგიდა გაიმართება.

თემა: კონკურენციის პოლიტიკის დაცვისა და აღსრულების მექანიზმები.

მის: ჭავჭავაძის გამზირი 64 ა ( ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი)

საკონტაქტო: ხატია წიკლაური - 577 25 55 15

22 ნოემბერს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: "2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენება."

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო