გურამ ოქროპირიძე - პარტიული რესურსებისთვის ბიუჯეტით თაღლითობის მაგალითები შეგიძლიათ თქვენს ყოფილ მერთან, უგულავასთან, მოიკითხოთ

თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გურამ ოქროპირიძე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სპორტული პროგრამების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის.

„მინდა ოპოზიციის პოლიტიკურ შეფასებებს შევეხო და მოგიწოდოთ, რომ, როდესაც პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებთ, მორალს არ უნდა გადააბიჯოთ. თუ ბიუჯეტის პარტიული რესურსებისთვის გამოყენების საკითხს ახსენებთ, შეგიძლიათ კლასიკური თაღლითობის მაგალითები დედაქალაქის ყოფილ მერს, უგულავას მოჰკითხოთ. პროგრამა „სპორტი უფროსი თაობისთვის“ 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას უფასოდ ისარგებლონ სპორტული ინფრასტრუქტურით. 700-ზე მეტი ადამიანი სარგებლობს ამ პროგრამით და პროგრამით გათვალისწინებული სერვისებით. ჩემთვის გაუგებარია, რატომ შეიძლება ოპოზიციურმა პარტიებმა დააყენონ საკითხი, რომ პროგრამაში ჩართულ ადამიანებს პოლიტიკური მიზნებისთვის ვიყენებთ. ამაზე ყურადღების გამახვილება ცოტა უხერხულია“, - განაცხადა გურამ ოქროპირიძემ.

სპორტისა და ახალგაზრდობის კომისიის თავმჯდომარემ სხდომაზე ყურადღება გაამახვილა დედაქალაქში მიმდინარე და გარდამავალ პროექტებზე.

„გარდამავალი პროექტები, რომლებიც დიდ დიღომში და ვარკეთილში ხორციელდება, უამრავ ადამიანს მოემსახურება როგორც კულტურული, ისე საგანმანათლებლო მიმართულებებით. ყველა კომისიიდან გაიცა რეკომენდაციები სხვადასხვა პროექტთან დაკავშირებით, რომელთა საშუალებითაც თითოეულ მოქალაქეს გაუმარტივდება წვდომა იმ სერვისებზე, რომლებსაც მუნიციპალიტეტი სთავაზობს “, - განაცხადა გურამ ოქროპირიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება