ანა ნაცვლიშვილი - კიევში შეხვედრა დასტურია, რომ საქართველო ჩამოშორებულია „ტრიოს“ - ხელისუფლებამ ძვირფასი დრო დაგვაკარგვინა

სამწუხაროდ, კიევში შეხვედრა დასტურია, რომ საქართველო ჩამოშორებულია „ტრიოს“ , - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელისა და მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს კიევში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ანა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკურ სივრცე“ აღნიშნა, „ასოცირებული ტრიოდან“ საქართველოს ჩამოშორებას ერთადერთი ავტორი ჰყავს და ეს „ქართული ოცნებაა“.

„ჩვენ არა მხოლოდ ვიყავით „ტრიოს“ ნაწილი, არამედ მოწინავე სახელმწიფო ვიყავით. მიუხედავად დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით ბევრი გამოწვევისა, „ტრიოს“ სათავეში ვიდექით. დღეს, სამწუხაროდ, შეხვედრა კიევში იმის დასტურია, რომ საქართველო ჩამოშორებულია „ტრიოს“. ერთადერთი ავტორი ჰყავს ამ ჩამოშორებას, ეს არის „ქართული ოცნება“, რომელმაც ქვეყნისთვის არსებული შესაძლებლობა არა თუ არ გამოიყენა, არამედ საპირისპიროს აკეთებს იმისა, რაც ქვეყნის ეროვნულ ინტერესზე ორიენტირებული ხელისუფლების საქმე უნდა იყოს. არც წარმოდგენილი ვართ ამ შეხვედრაზე და არც გვახსენებენ, ეს ნიშნავს, რომ კანდიდატის სტატუსი, რომლის მოლოდინშიც ვართ, ნამდვილად მხოლოდ ხალხის დამსახურებაა, იმიტომ, რომ ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს ხელისუფლება რუსეთისკენ იყო, რუსეთზეა ორიენტირებული და არა დასავლეთზე და ევროპაზე. ეს არ არის საიდუმლო მათ შორს ბრიუსელისთვის.

იმედი მაქვს, კანდიდატის სტატუსს მივიღებთ. იმდენად დიდია საზოგადოების ყველა ჯგუფის სურვილი, რომ მათთვის ეს საკითხი ძალიან მკაფიო გახდა. თუმცა, ჩვენ იმ რეალობაში ვართ, რომ მაშინ, როდესაც ჯერ არ გვაქვს გარანტირებული, რომ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ, მოლდოვა და უკრაინა მოლაპარაკებებს დაიწყებენ. ჩვენ ხელისუფლებამ ძალიან ბევრი ძვირფასი დრო დაგვაკარგვინა. ტრიოში მოწინავე ქვეყნიდან გადავიქეცით იმ ქვეყნად, რომელიც ან იქნება გაფართოების ამ ეტაპის მონაწილე, ან ძალიან ჩამოვრჩებით. სათუოდ გახადეს საქმე“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს