მედია - ისრაელის ომის კაბინეტი მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმების განსახილველად შეიკრიბება

ისრაელის ომის კაბინეტი მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმების განსახილველად შეიკრიბება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მედია წერს, შეთანხმების განსახილველად ისრაელის ომის კაბინეტის სხდომის შემდეგ ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტის შეხვედრაა დაგეგმილი, რომელიც ომის კაბინეტზე დიდია. ამის შემდეგ კი ისრაელის სრული კაბინეტის შეხვედრა იგეგმება, რომელიც ყველა სამთავრობო მინისტრს მოიცავს.

პოტენციალურ შეთანხმებას ისრაელის 120-წევრიანი პარლამენტის (ქნესეტის) თანხმობა არ სჭირდება.

ცნობისთვის, ნეთანიაჰუს სამთავრობო კოალიციაში შემავალი ორი ულტრამემარჯვენე პარტია - რელიგიური სიონისტური პარტია და ებრაული ძალა - ეწინააღმდეგებიან მძევლების ნაწილის გათავისუფლებაზე პოტენციალურ შეთანხმებას. ებრაული ძალის ლიდერია ისრაელის ეროვნული უშიშროების მინისტრი იტამარ ბენ-გვირი, ხოლო რელიგიური სიონისტური პარტიის - ფინანსთა მინისტრი ბეზალელ სმოტრიჩი.

ისრაელის ომის კაბინეტი ხუთი წევრისგან შედგება: პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი, სტრატეგიული საქმეების მინისტრი რონ დერმერი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბენი განცი და ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი გდი აიზენკოტი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს