ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით შექმნილი სამთავრობო უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის ხელმძღვანელობით, ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით შექმნილი სამთავრობო უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, კომისიის წევრებმა წარმოადგინეს „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის სხვადასხვა სფეროში ხელმისაწვდომი სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების ჩათვლით. მათივე ცნობით, სამთავრობო უწყებათაშორისმა კომისიამ შეაჯამა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების მიმდინარეობა და მიღწეული შედეგები, იმსჯელა დასახული ამოცანების გადაჭრის გზებზე და შეთანხმდა სამომავლო გეგმებზე.

„შერიგების და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების პროცესში ჩართულ ყველა შესაბამისს სახელმწიფო უწყებასთან ერთად, დღევანდელი კომისიის ფარგლებში, ჩვენ შევაჯერეთ გასული ერთი წლის განმავლობაში გაწეული ინტენსიური, კოორდინირებული მუშაობის შედეგები, რაც მიმართულია საოკუპაციო ხაზით გაყოფილი ჩვენი საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენისა და დაახლოებისკენ. ამ კონტექსტში, ჩვენ ვიმსჯელეთ სამშვიდობო ინიციატივებისა და პოლიტიკის ფარგლებში განსაზღვრული პრიორიტეტების განხორციელების შემდგომ გზებზე, მათ შორის ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის უკვე გახსნილი შესაძლებლობების შემდგომი გამარტივების მიმართულებით, იქნება ეს ხარისხიან ჯანდაცვაზე, განათლებაზე, სახელმწიფო სერვისებზე, ბიზნესის მხარდაჭერასა, თუ სათანადო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, რათა ჩვენი ძალისხმევა უკეთესად იყოს მორგებული არსებულ საჭიროებებზე, უფრო მეტად იყოს შედეგზე ორიენტირებული და ეფექტიანი სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში ჩვენი საბოლოო მიზნების მისაღწევად“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

სამთავრობო კომისიის შემადგენლობაში არიან საქართველოს სახელმწიფო უწყებების, მათ შორის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენლები. სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის წარმომადგენლები.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება