გიორგი ამილახვარმა უმაღლესი განათლების საკითხებში დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველთან სერ სტივ სმიტთან შეხვედრა გამართა

ედინბურგში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა უმაღლესი განათლების საკითხებში დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველთან, სერ სტივ სმიტთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და ბრიტანეთს შორის უმაღლესი განათლების მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს, ერთობლივი და ორმაგი აკადემიური პროგრამების განხორციელების გზით.

გიორგი ამილახვარმა სერ სტივ სმიტს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის კუთხით სამინისტროს ხედვა გააცნო, რომელიც ორიენტირებულია, უცხოეთის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით, სტუდენტებისთვის კიდევ უფრო მეტი ერთობლივი ორმაგი საერთაშორისო ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამების შეთავაზებაზე.

მინისტრმა საუბრისას საქართველოსა და ბრიტანეთის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საქართველოში ბრიტანული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შემოსვლა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებებით უმაღლესი განათლების განხორციელებას.

უმაღლესი განათლების საკითხებში დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველმა სერ სტივ სმიტმა საქართველოსთან თანამშრომლობის სრული მზაობა გამოთქვა და მინისტრს მხარდაჭერა აღუთქვა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძესთან ერთად, ედინბურგში იმყოფება, სადაც მონაწილეობას იღებს ბრიტანეთის საბჭოს ორგანიზებით მიმდინარე უმაღლესი განათლების კონფერენციაში სახელწოდებით Going Global 2023,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ანთაძე - ჯამში ეს ყველაფერი „რეალიზმის“ დაბრუნებაა საერთაშორისო არენაზე, ფაქტობრივად, დემოკრატიული სამყარო მისი მთავარი „პოლიციელის“, გნებავთ დამცველის გარეშე რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი