„ჯივიპის“ ინფორმაციით, თბილისის წყალმომარაგებაში ევროპული სტანდარტი დაინერგება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.

კომპანიის ცნობით, საოპერაციო ცენტრი „ჯივიპის“ ახალი სტრუქტურული ერთეულია, რომელიც უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის, თბილისის, რუსთავისა და მცხეთის მოსახლეობისთვის წყალმომარაგების სერვისი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს. შესაბამისი ადამიანური და ტექნიკური რესურსით აღჭურვილი თითოეული საოპერაციო ცენტრი, კონკრეტული უბნების წყალმომარაგებაზე იქნება პასუხისმგებელი, რაც საოპერაციო პროცესებს გაამარტივებს და რეაგირების დროს შეამცირებს.

საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების ეფექტური და ოპერატიული მართვის ევროპული მოდელია, რომელიც „ჯივიპის“ ახალ მფლობელს, ესპანურ კომპანია Aqualia-ს მისი მართვის ქვეშ არსებულ 17-ვე ქვეყანაში აქვს დანერგილი.

„კომპანიაში ჩატარებულმა სიღრმისეულმა აუდიტმა საოპერაციო მიმართულებით მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოავლინა, რაც გულისხმობს ავარიის მართვის რთულ პროცესს, მრავალსაფეხურიან ბიუროკრატიას, ავარიების მოგვარებისთვის არასაკმარის ტექნიკურ და ადამიანურ რესურსს, ქსელების პრევენციული მონიტორინგის სისტემის გაუმართაობას. ყველა ამ პრობლემას კომპანიის დეცენტრალიზაციის შედეგად შექმნილი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრები გადაჭრის, სადაც გადაწყვეტილებების მიღება და აღსრულება ადგილზე მოხდება. ცენტრები აღჭურვილი იქნება შესაბამისი ადამიანური და ტექნიკური რესურსით. მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და ავარიებზე რეაგირების დრო შემცირდება, რაც ევროპულ სტანდარტებთან დაგვაახლოებს”, - განაცხადა „ჯივიპის“ გენერალურმა დირექტორმა, ხოსე მიგელ სანტოსმა.

როგორც „ჯივიპის“ ტექნიკურმა დირექტორმა, ზურაბ ალფაიძემ აღნიშნა, კომპანიას თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში, მიმდინარე წლის 15 დეკემბრამდე, ჯამში, 4 ძირითადი და ორი დაქვემდებარებული საოპერაციო ცენტრის გახსნა აქვს დაგეგმილი.

„აქამდე დაზიანებების აღდგენა ჩვენთან ცენტრალიზებულად, ერთი ადგილიდან ხორციელდებოდა. ამჟამად, 6-ვე საოპერაციო ცენტრი შესაბამის არეალებს თანაბრად მოემსახურება. დეცენტრალიზაციის შედეგად, ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ მოხდება როგორც გადაწყვეტილების მიღება, ასევე აღსრულება. ამან ხელი უნდა შეეწყოს რეაგირების დროის შემცირებას და ჩვენი ოპერატიულობის გაზრდას“, - აღნიშნა ზურაბ ალფაიძემ.

ამასთან, სემეკის წევრი, გიორგი ფანგანი აღნიშნავს, რომ საოპერაციო ცენტრის გახსნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

„ჩვენ ვიცით თბილისის წყალმომარაგების პრობლემები, რომელიც ბოლო წლები საკმაოდ დამძიმდა. აქედან გამომდინარე, ასეთი ცენტრის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ძალიან დიდი ნაბიჯია. ეს არა მხოლოდ შეამცირებს ავარიებზე რეაქციის დროს, არამედ ზოგადად, მთლიანად გააუმჯობესებს თბილისის მოსახლეობის კეთილდღეობას წყალმომარაგების კუთხით“, - აღნიშნა გიორგი ფანგანმა.

„ვფიქრობ, ახალი საოპერაციო ცენტრის გახსნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს „ჯივიპის“ კიდევ უფრო უკეთეს მუშაობას, რომელიც პირდაპირ კავშირშია ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილთან. ვფიქრობ, მათი სერვისის გაუმჯობესება ჩვენი მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ.

გარდა ამისა, საოპერაციო ცენტრები განთავსდება სამგორის რაიონში, ჯავახეთის ქუჩაზე; გლდანის რაიონში, ფეიქრების ქუჩაზე; ტაბახმელაში, ქალაქ რუსთავსა და ქალაქ მცხეთაში. ახალ საოპერაციო ცენტრებს 42 საავარიო და 25 პრევენციული მონიტორინგის ჯგუფი მოემსახურება.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის