ენტონი ბლინკენი - ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანი პროგრესია

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვან პროგრესს აღნიშნავს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის, მძევლების შესახებ, მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვან პროგრესს აღნიშნავს.

„მიღწეული შეთანხმება სახელმწიფო დეპარტამენტისა და აშშ-ის მთავრობის დაუღალავი დიპლომატიისა და ძალისხმევის შედეგს წარმოადგენს“, - განაცხადა ბლინკენმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კატარს და ეგვიპტეს მოლაპარაკებების დროს გაწეული სამუშაოსთვის და ისრაელს ჰუმანიტარული პაუზის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩემთვის მთავარ პრიორიტეტს საზღვარგარეთ მყოფი ამერიკელების უსაფრთხოება და დაცვა წარმოადგენს. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას, რათა ყველა მძევლის გათავისუფლება და ოჯახებთან მათი სწრაფად დაბრუნება უზრუნველვყოთ“, - აღნიშნა ბლინკენმა.

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული შეთანხმება ღაზაში ოთხდღიან პაუზას, „ჰამასის“ მიერ დაკავებული 50 მძევლისა და ისრაელის ციხეებიდან პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს