კახა კალაძე - 2024 წლის დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში წარდგენილია, რომელიც განსაზღვრულია 1 მილიარდ 700 მლნ 912 ათასი ლარით - ეს საბოლოო არ არის და ჩემი თხოვნა იქნება, რომ საზოგადოება შეცდომაში არ შევიყვანოთ

2024 წლის დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტი თბილისის საკრებულოში წარდგენილია, რომელიც განსაზღვრულია 1 700 912 000 ლარით, რაც 2023 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით გაზრდილია 68 779 000 ლარით, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული ბიუჯეტი საბოლოო არ არის და შესაძლოა, შეიცვალოს.

„ეს არის პირველადი ბიუჯეტი, რომელიც წარდგენილია საკრებულოში და მოგვიწევს დაკორექტირდება. ამ განცხადებას წინასწარ ვაკეთებ, რომ შემდეგ ეს თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენონ, იმიტომ, რომ ხშირად სჩვევიათ, ყოველი წლის ბოლოს მიწევს ამ განცხადების გაკეთება. ჩვენ ვთანამშრომლობთ ფინანსთა სამინისტროსთან, რისთვისაც ფინანსთა მინისტრს მინდა, რომ მადლობა გადავუხადო, ასევე ზოგადად ცენტრალურ ხელისუფლებასა და მთავრობას. ვფიქრობ, რომ გვექნება შესაძლებლობა დამატებითი თანხების წამოღების მუნიციპალიტეტისთვის, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ კიდევ უფრო მეტი სიახლე შევთავაზოთ თბილისის მოსახლეობას 2024 წლისთვის.

ასე რომ, აღნიშნული ბიუჯეტი, რომელიც საკრებულოს წარედგინა, საბოლოო არ არის და ჩემი თხოვნა იქნება, რომ საზოგადოება შეცდომაში არ შევიყვანოთ“, - განაცხადა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს