ირაკლი კობახიძე - თუ 1-2%-იანი პარტიები იფიქრებენ გაერთიანებაზე, ეს მათთვის უკეთესი იქნება დაამთავრონ სპეკულაციები ბარიერთან დაკავშირებით

თუ 1-2%-იანი პარტიები იფიქრებენ გაერთიანებაზე, როგორც არის „ლელო“, გახარიას პარტია და ა.შ., ეს მათთვის უკეთესი იქნება დაამთავრონ სპეკულაციები ბარიერთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია დისკრედიტირებულია და არავითარი გაერთიანება არ უშველით მათ.

„ზოგადად, თუ ეს 1 და 2%-იანი პარტიები იფიქრებენ გაერთიანებაზე, როგორც არის „ლელო“, გახარიას პარტია და ასე შემდეგ, ეს მათთვის უკეთესი იქნება დაამთავრონ სპეკულაციები ბარიერთან დაკავშირებით. კეთილი ინებონ, იციან საკუთარი რეიტინგები 1-2 და 3% და გაერთიანდნენ. ასე იზრუნონ ბარიერის გადალახვაზე. ეს უფრო სწორი იქნება, დანარჩენი მათი საქმეა. ზოგადად, მგონია, რომ ოპოზიცია იმდენად არის დისკრედიტირებული, იმდენი დაუშავეს ამ ქვეყანას, საზოგადოებამ დაინახა ეს ყველაფერი, თუ როგორ ეწეოდნენ პირდაპირ ამ ქვეყანაში ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართული იყო ამ ქვეყანაში მეორე ფრონტის გაჩაღებისკენ, უკრაინის სცენარის განვითარებისკენ. საზოგადოებამ, ეს ყველაფერი დაინახა, აქედან გამომდინარე, არჩევნებზე შესაბამის შედეგს მიიღებენ, არავითარი გაერთიანება არ უშველით მათ“, - აღნიშნა კობახიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი