ცნობილია მარშრუტების ჩამონათვალი, სადაც 18-მეტრიანი ახალი ავტობუსები იმოძრავებენ

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 12-მეტრიანი ავტობუსები 18-მეტრიანი ახალი ავტობუსებით N301, N302, N308, N314 მარშრუტებზე ჩანაცვლდება.

როგორც კალაძემ აღნიშნა, 18- მეტრიან ავტობუსებს ქალაქში გადაადგილების პრობლემა არ ექნებათ.

„ბევრი კომენტარი იწერებოდა ამასთან დაკავშირებით, „რა 18- მეტრიანი ავტობუსები თბილისის ქუჩებში, როგორ შეიძლება 18 მეტრიანი ავტობუსი გადაადგილდებოდეს თავისი გაბარიტებიდან გამომდინარე, შეუძლებელი იქნებაო“. ყველა იმ მარშრუტზე, რომელზეც იქნება დანიშნული აღნიშნული ავტობუსები, რა თქმა უნდა, არ იქნება პრობლემა. სხვათა შორის შეიძლება ვიღაცამ რაღაც არ იცოდეს, ესეც ჩვეულებრივია, არც მე ვიცი ყველაფერი, მაგრამ როცა არ ვიცი, ვეკითხები ადამიანს, ვინც იცის და ვინც რაღაცას მეტყვის, გამაგებინებს. თქვენც რომ იკითხოთ, არანაირი პრობლემა არ იქნება.

18-მეტრიანი ავტობუსები წლების წინ თბილისში გადაადგილდებოდა, დადიოდა. ასევე, მინდა გითხრათ, რომ ტრამვაიც დადიოდა თბილისში, თუმცა მავნებლებმა, ბოროტებმა ქალაქს წაართვეს ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც იყო ტრამვაის სახით. დღეს რომ ქალაქს ტრამვაი ჰყავდეს, რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო მეტი ადამიანის გადაყვანის შესაძლებლობას მოგვცემდა და ნაწილობრივ შეამსუბუქებდა იმ ვითარებას, რაც ზოგადად სატრანსპორტო მიმართულებით ქალაქში გვაქვს.

18-მეტრიანი ახალი ავტობუსებით ჩანაცვლდება 12-მეტრიანი ავტობუსები შემდეგ მარშრუტებზე, ეს არის N301, 302, 308, 314 ავტობუსები. ამ მარშრუტებზე დღიურად 55 ათასი მგზავრობა ფიქსირდება, ეს ძალიან დიდი ციფრია. აღნიშნული ცვლილებებით ახალი ავტობუსის მაღალი ტევადობის გათვალისწინებით მარშრუტის გამტარუნარიანობა 50%-ით გაიზრდება, გამოთავისუფლებული 12 მეტრიანი ავტობუსები კი დაემატება სხვადასხვა მარშრუტებს“, - განაცხადა კალაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია