შვეიცარიის მთავრობამ Leopard 2-ის 25 ტანკის გერმანიისთვის გადაცემა იმ პირობით დაამტკიცა, რომ ისინი უკრაინაში არ მოხვდება

შვეიცარიის მთავრობამ Leopard 2-ის 25 ტანკის გერმანიისთვის გადაცემა იმ პირობით დაამტკიცა, რომ ისინი უკრაინაში არ მოხვდება, - ამის შესახებ ინფორმაციას შვეიცარიის ფედერალური საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ, გერმანული კომპანია Rheinmetall-სთვის Leopard 2-ის 25 ტანკის გადაცემის შესახებ განაცხადი დაამტკიცა.

„გერმანიამ უზრუნველყო იმის გარანტია, რომ გაყიდული ტანკები დარჩება გერმანიაში, ან ნატო-სა და ევროკავშირის პარტნიორებთან, რათა საკუთარი მარაგები შეავსონ“, - ნათქვამია შვეიცარიის ფედერალური საბჭოს განცხადებაში.

მიმდინარე წლის დასაწყისში, გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა და გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა შვეიცარიას სთხოვეს Leopard 2-ის ტანკების უკან მწარმოებლისთვის, გერმანული კომპანია Rheinmetall-სთვის მიყიდვა. მათ შვეიცარიას გარანტიები მისცეს, რომ ტანკები უკრაინაში არ აღმოჩნდება.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა