ფიზიკურ პირებს მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმისთვის გათვალისწინებული მოსაკრებლის გადაუხდელი თანხა და ჯარიმა-საურავები ჩამოეწერებათ

ფიზიკურ პირებს მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმისთვის გათვალისწინებული მოსაკრებლის გადაუხდელი თანხა და ასევე, მასთან დაკავშირებული ჯარიმა-საურავები ჩამოეწერებათ. საუბარია 2018 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ივნისამდე წარმოშობილ თანხებზე.

„საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა წარუდგინეს.

ინიციატორთა ინფორმაციით, მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმის მიზნით გამოყენებისთვის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების უმეტესი ნაწილი გაცემულია ფიზიკურ პირებზე, რომლებმაც ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, წყლის მოპოვების პროცესის დასაწყებად ტექნიკური სამუშაოს ჩატარებისა და სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობის ფინანსური რესურსის მოძიება და გამოყენება ვერ შეძლეს.

როგორც კანონის პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, დღეის მდგომარეობით, პირებს ფაქტობრივად მოქმედი ბიზნესი არ გააჩნიათ, გარკვეული ნაწილი საქმიანობის ლიცენზიას აღარ ფლობს, ხოლო რიგ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ლიცენზიების გაყიდვას, დაბრუნებას ან გაუქმებას.

„იმ პირობებში, როდესაც დღეის მდგომარეობით, პირებს ფაქტობრივად მოქმედი ბიზნესი და მტკნარი წყლის რესურსის გარემოდან ამოღების, მისი მოპოვებისა და ჩამოსხმისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ გააჩნიათ, არ მოუხდენიათ მტკნარი წყლის რესურსის გარემოდან ამოღება, მისი მოპოვება და ჩამოსხმა. შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან მათგან მოსაკრებლის თანხის და მასზე დარიცხული საურავების ამოღება თითქმის შეუძლებელია. თავის მხრივ, აღნიშნული დარიცხვები, დღითი-დღე იზრდება, რაც პრობლემას უქმნის ამ პირებს თავიანთ საქმიანობაშიც და სამომავლოდ ბიზნესის წარმოებაში, იქნება ეს საბანკო კრედიტების აღება თუ სხვა“, - აცხადებენ კანონპროექტის ინიციატორები.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია