ევროკავშირმა უკრაინას 1,5 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების ახალი ტრანში გამოუყო

ევროკავშირმა უკრაინას 1,5 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების ახალი ტრანში გამოუყო, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

„ევროპა უკრაინის ეკონომიკურ სტაბილურობას და საჯარო სერვისებს ფინანსურ მხარდაჭერას, რუსეთის მიერ მის წინააღმდეგ ომის დაწყების დღიდან, უცხადებს. დღეს, ჩვენ გამოვყოფთ ახალ 1,5 მილიარდ ევროს. უკრაინის მიმართ ჩვენმა მხარდაჭერამ 85 მილიარდ ევროს მიაღწია. კიდევ უფრო მეტი იქნება. ჩვენ უკრაინისთვის 2027 წლამდე 50 მილიარდ ევროს გამოვყოფთ“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).

მთლიანობაში, 2023 წელს უკრაინის მიმართ ევროკავშირის საბიუჯეტო მხარდაჭერა 16,5 მილიარდ ევროს შეადგენს. ცნობისთვის, მაკროფინანსური დახმარება არის სესხი, რომელიც უკრაინას ხელსაყრელი საპროცენტო განაკვეთით ეძლევა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა