ანტიკორუფციული ბიუროს ორგანიზებით მამხილებელთა დაცვის მექანიზმების გაძლიერებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ანტიკორუფციული ბიუროს ორგანიზებით მამხილებელთა დაცვის მექანიზმების გაძლიერებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სხვადასხვა სამინისტროსა და უწყების საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიურო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა მამხილებელთა დაცვის მექანიზმების შესახებ ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო გეგმები განიხილეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პოტენციური მამხილებლები საჭიროებენ სამართლებრივ დახმარებასა და რჩევას. ამრიგად, მამხილებელთა დაცვის მექანიზმების გაძლიერებასთან ერთად მნიშვნელოვანია მათი მოტივირება, რჩევის მიცემა სწორი სტრატეგიის თაობაზე და, რაც ყველაზე მთავარია - სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა.

„ანტიკორუფციულ ბიუროს, იურიდიული დახმარების სამსახურსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა, რაც მამხილებელთა დაცვის მექანიზმების გაძლიერებას შეეხება.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად შეუწყობენ ხელს მამხილებლის დაცვის მექანიზმების განვითარებასა და ევროპულ სამართალთან ჰარმონიზაციას. ასევე ის მოიაზრებს ერთობლივი მექანიზმების შემუშავებას მამხილებლის უფასო ფსიქოლოგიური და იურიდიული კონსულტაციის უზრუნველყოფის მიზნით; მათ გადაწყვიტეს, რომ ერთობლივად უზრუნველყოფენ კონსულტაციის პროცესში მონაწილე ადვოკატებისა და საჯარო მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს