ირაკლი კუპრაძე - ბოლო ორ წელში, საქართველოში, 25 333 რუსული კომპანია დარეგისტრირდა, მათგან 22 582-ის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია უცნობია - ეს არის საფრთხე ეროვნული ინტერესებისთვის

პარტია „ლელოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, ბოლო ორ წელში, საქართველოში, 25 333 რუსული კომპანია დარეგისტრირდა, მათგან 22 582 სუბიექტის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია უცნობია.

როგორც კუპრაძემ აღნიშნა, შესაბამისი მონაცემები სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან გამოითხოვეს და აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია ეროვნული ინტერესების საფრთხეს წარმოადგენს.

კერძოდ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, „საქსტატის“ მიერ მიწოდებული ინფორმაცია 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს.

კუპრაძე სახელმწიფო უწყებების მოუწოდებს, სასწრაფო რეჟიმში დაიწყოს იმის დადგენა, თუ რა საქმიანობას ეწევა 22 582 რუსული კომპანია საქართველოში.

„25 333 რუსული სუბიექტიდან, რომელიც საქმიანობს და ოპერირებს საქართველოში, მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაა, როცა სახელმწიფომ იცის მათი საქმიანობის პროფილი. 25 333 რუსული სუბიექტიდან 22 582 სუბიექტის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია უცნობია. საქართველოს სახელმწიფო „ქართული ოცნების“ პირობებში არ სწავლობს რუსული კომპანიების და ბიზნეს სუბიექტების საქმიანობას ამ ქვეყანაში. ეს ცალსახად ნიშნავს, რომ მათი საქმიანობა არ არის შემოწმებული შრომის ინსპექციის მიერ, საგადასახადო სამსახურების მიერ. ეს არის ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხე. ეს არის საფრთხე საქართველოს მოსახლეობისთვის, ეკონომიკისთვის.

ისინი არ იხდიან გადასახადებს, მათ არ აქვთ სამუშაო ნებართვები, ისინი ძარცვავენ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, საქართველოს ბიუჯეტს და ისინი უთანასწორო მდგომარეობაში გაყენებენ თქვენ - საქართველოს მოქალაქეებს“, - განაცხადა კუპრაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო