ვოლოდიმირ ზელენსკი - ამერიკული დახმარების მნიშვნელოვანი ნაწილი, წარმოებისა და სამუშაო ადგილების მეშვეობით, აშშ-ს უკან უბრუნდება

ამერიკული დახმარების მნიშვნელოვანი ნაწილი, წარმოებისა და სამუშაო ადგილების მეშვეობით, აშშ-ს უკან უბრუნდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

Fox News-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების მნიშვნელოვანი ნაწილი, წარმოებისა და სამუშაო ადგილების მეშვეობით, უკან აშშ-ში ბრუნდება.

„იმედი მაქვს, რომ კონგრესი დაგვეხმარება და ვიმედოვნებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, რუსული ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, უკრაინელი ხალხის გვერდით იქნება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ იმ ამერიკელებს მიმართა, რომლებიც თვლიან, რომ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარება უკეთესი იქნება თუ ამერიკელებს მოხმარდება.

„როდესაც წარმოება უკრაინისთვის და უკრაინასთან ერთად ხდება, თქვენ ასევე ამერიკელებთან ერთად აწარმოებთ. ამიტომ, მისი უმეტესი ნაწილი თქვენს შტატებში მზადდება“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს